თამაზ ეთერაშვილი
თამაზ ვასილის ძე ეთერაშვილი (დ. 9 აპრილი, 1947, ლაგოდეხი) — ქართველი ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი (2002).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკის ფაკულტეტი (1971). 1971-1979 წლებში მუშაობდა მოსკოვის ლითონთა ფიზიკის ინსტიტუტში, 1979 წლიდან — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის) ფიზიკის კათედრაზე. კვლევის ძირითადა თემაა მყარი სხეულების ფიზიკა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 566.