თათლიჟი (აფხ. Татлыжь[1]) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ერთეული ძირებია შემორჩენილი აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელ ქეჩისბრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საკმაოდ მსხვილი და დიდია (18-20 სმ), ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი. კანი სქელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

თათლიჟი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-184 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის.

იძლევა სუფრის წითელ ღვინოს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 143

სქოლიო რედაქტირება

  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015