თავქარაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მრგვალი, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული, ხოლო ძარღვები დაფარულია ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომის და კონუსური ფორმისაა, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, შეზნექილი, მუქი ვარდისფერი.

თავქარა ძლიერი ზრდისაა. მოსავლიანობა საშუალო და საშუალოზე მაღალი აქვს. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 15-18.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის ვარდისფერი მშრალი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 141