თავკვერი პატალანთეული

თავკვერი პატალანთეულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

მისი რამდენიმე ძირი აღმოაჩინეს გურჯაანის რაიონის ვაზისუბნის საცდელ ტერიტორიაზე, პატალანთეულის (პატელაანთეულის) ნაკვეთზე, საფერავის ვენახში და ამიტომაც პატალანთეული თავკვერი უწოდეს.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტად აბლაბუდისებრადაა შებუსული და თან ერთვის თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ უფორმოც. მტევანი კუმსია, იშვიათად საშუალო სიკუმსის მტევნებიც გვხვდება. მარცვალი — საშუალო ზომის, შეზნექილი. გვხვდება მომრგვალო ფორმის მარცველებიც. სიმწიფეში შესული მუქლურჯ ელფერს იღებს. თხელი კანი საკმაოდაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანი და მდნარია, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

პატალანთეული თავკვერის სავეგეტაციო პერიოდი საშუალოდ 136-177 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.

მისი გამოყენება შეიძლება საკუპაჟედ, აგრეთვე საბრენდე სპირტისა და უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 138