თავკვერი თეთრი
თავკვერი თეთრი — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიში კახეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, სუსტად დანაკვთულ-იდან ძლიერ დანაკვთულამდე იცვლება. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ფართოკონუსური ფორმის, დატოტვილი ან ფრთიანი, თხელია ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ღია-ყვითელი. კანი თხელი აქმს ღა მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი. წიპწები გარსშია მოქცეული.
თეთრი თავკვერი ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 142 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ რიცხვებში შედის. მტევნის წონა საშუალოდ 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა — 4.7-8.3 გ/ლ-ს.
გამოირჩევა მტევნების სილამაზით, ტრანსპორტირების უნარით და სასიამოვნო გემოთი. გამოიყენება სასუფრე ყურძნად და სუფრის თეთრი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 138