თავკვერი დიდმარცვალა

თავკვერი დიდმარცვალაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სახელწოდება მიიღო ქართლის თავკვერთან მსგავსების გამო (ზრდის ღონე, მტევნების სი-დიდე). დიდმარცვალა თავკვერი საკმაოდ ძველი წარმოშობის ვაზია და აღმოსავლეთ საქართ-ველოში თითქმის ყველგანაა ერთეული ძირის თუ მცირე ნარგაობის სახით.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, უფრო ხშირად განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თხელ აბლაბუდისებრადაა შებუსული, რომელსაც ქვემოდან ჯაგრისებრი შებუსვა ერთვის. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ფორმა კი სხვადასხვანაირი აქვს. უფრო ხშირად განიერკონუსური და დატოტვილია, აგრეთვე გვხვდება. ცილინდრულ-კონუსური, ძლიერ დატოტვილი და უფორმო მტევნები. კუმსია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური, მუქი ლურჯი - თითქმის შავი. კანი უხეში და მვვრივია, უსვადაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით. რბილობი საშუალო სიმკვრივის და მდნარია, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით. მარცვლები მტევანში არათანაბრად მწიფდება.

დიდმარცვალა თავკვერი ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. მტევნის სავეგეტაციო პერიოდი ვვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 143-172 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 250-800 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-15.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-7.5 გ/ლ-ს.

დიდმარცვალა თავკვერისგან მიიღება თხელი, მცირესხეულიანი, მსუბუქი სუფრის ვარდისფერი ღვინო. ძირითადად გამოიყენება სასუფრე ყურძნად და საბრენდე სპირტის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 135-136