თავდასხმა ორლანდოს ღამის კლუბზე (2016)

2016 წლის 12 ივნისის მასობრივი სროლა „Pulse“-ში, ორლანდოს გეი ღამის კლუბში, ფლორიდა, შეერთებული შტატები. 50 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მკვლელიც, და 53 დაიჭრა, კლუბის შიგნით.[1] თავდამსხმელი არის ომარ მირ სედიქუი მატინი, 29 წლის ავღანური წარმოშობის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.

თავდასხმა ორლანდოს ღამის კლუბზე

„Pulse“-ს ღამის კლუბი 2006 წელს
მდებარეობა 1912 S. ორანჯის გამზირი, ორლანდო, ფლორიდა, აშშ-ის დროშა აშშ
კოორდინატები 28°31′10″ ჩ. გ. 81°22′36″ დ. გ. / 28.519583° ჩ. გ. 81.376806° დ. გ. / 28.519583; -81.376806
თარიღი 12 ივნისი, 2016
2:00 — 5:00 (UTC-04:00)
სამიზნე პულსის გეი ღამის კლუბი
თავდასხმის ტიპი
მასობრივი სროლა
შიდა ტერორიზმი
მასობრივი მკვლელობა
იარაღი ნახევრად ავტომატური პისტოლეტი, ნახევრად ავტომატური თოფი და სხვა
მსხვერპლნი 50 (მათ შორის ჩამდენიც)
არასასიკვდილო დაზიანებები
53
ორგანიზატორები ომარ მატინი

თავდასხმა არის მასიური მასობრივი სროლა ერთი შეიარაღებული ადამიანის მიერ შეერთებული შტატების ისტორიაში, მასიური ძალადობის ინციდენტი ლგბტ[2] ადამიანების წინააღმდეგ ამერიკის ისტორიაში და მასიური ტერაქტი აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ.[3] ორლანდოს პოლიციის უფროსმა და ორანჯის შერიფმა თავდასხმა შეაფასეს შიდა ტერორიზმის აქტად „მარტოხელა მგლების“ მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით მატინმა ერთგულების პირობა დადო ისლამური სახელმწიფოს (ISIL), თავდასხმამდე, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლების მიერ არ არის ნაპოვნი მტკიცებულება კავშირისა მატინსა და ისლამური სახელმწიფოს შორის.[4]

თავდასხმა

რედაქტირება

11 ივნისს, 2016 წელს, ღამის კლუბი „Pulse“ ორლანდოში, ფლორიდა, მასპინძლობდა ყოველკვირეული ღონისძიებას შაბათს ღამით, რომელსაც, პირველ რიგში სტუმრობენ ლათინოამერიკელი კლიენტები (ლათინური ღამე).[5]

მატინი, შეიარაღებული 223 კალიბრის „SIG Sauer AR-15“ ტიპის შაშხანით და 9 მმ „Glock“-ის იარაღით, მივიდა კლუბში. შეიარაღებული დაცვის თანამშრომელი, რომელიც ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტის (OPD) ოფიცერია, ასრულებდა დამატებით სამუშაო მოვალეობას სრული ფორმით,[6] შეეცადა დაეკავა მატინი, ცეცხლის გახსნის დროს 2:02 საათზე.[7]

  1. შეერთებულ შტატებში ორლანდოს ღამის კლუბში დაღუპულებს გლოვობენ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-14. ციტირების თარიღი: 2016-06-13.
  2. ორლანდოში ჰომოსექსუალთა ღამის კლუბში ტერორისტული თავდასხმა მოხდა
  3. ორლანდოს ღამის კლუბში მომხდარი თავდასხმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა[მკვდარი ბმული]
  4. ფლორიდაში ღამის კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო[მკვდარი ბმული]
  5. Provenzano, Brianna (June 12, 2016). „In the Wake of the Orlando Nightclub Shooting, the LGBT Community Won't Be Intimidated“. News.Mic. ციტირების თარიღი: June 12, 2016.
  6. TMZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 13, 2016. ციტირების თარიღი: June 13, 2016.
  7. Grimson, Matthew. (June 12, 2016) Orlando Nightclub Shooting: Mass Casualties After Gunman Opens Fire in Gay Club. NBC News. ციტირების თარიღი: June 12, 2016.