საბა თავაძე
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
საბა თავაძე (დ. 14 თებერვალი, 1993) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი. აქვს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის მოქალაქეობა.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | საბა თავაძე | ||
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი, 1993 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი საქართველო | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | დინამო თბილისი | ||
ნომერი | 7 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
დინამო თბილისი | |||
ცხინვალი | |||
ობოლონი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2013-2014 | ჰირნიკ-სპორტი | 8 | (1) |
2014-2015 | მეშახტე ტყიბული | 16 | (2) |
2015-2016 | საპოვნელა თერჯოლა | 4 | (0) |
2017-2017 | შევარდენი-1906 | 16 | (6) |
2017- | დინამო თბილისი | 0 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 7 აპრილი, 2017 |
კარიერა
რედაქტირებადაიბადა თბილისში. თამაშობდა „დინამო თბილისის“ ასაკობრივ გუნდებში, შემდეგ გადავიდა „ცხინვალის“ დუბლებში. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა უკრაინული „ობოლონის“ ახალგაზრდულ გუნდში. იმის გამო, რომ უკრაინის ჩემპიონატში შეზღუდული იყო ლეგიონერთა რაოდენობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, მაგრამ ქართული მოქალაქეობაც დაიტოვა. 2013 წელს ჩაირიცხა პოლტავის კლუბ „ჰირნიკ-სპორტში“. 2013-14 წლების სეზონში ჩაატარა 8 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. სეზონის დასრულების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, სადაც „ცხინვალში“ დაიწყო ვარჯიში. 2015 წლიდან შეუერთდა მეორე ლიგაში მოასპარეზე ტყიბულის „მეშახტეს“, სადაც ჩატარებულ 16 მატჩში, 2 გოლის გატანა შეძლო. 2015-16 წლების სეზონში ირიცხებოდა თერჯოლის „საპოვნელაში“, სადაც მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა. 2016 წლის გაზაფხულზე ვარჯიშობდა აზერბაიჯანულ ზაქათალის „სიმურგში“, მაგრამ კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია. 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი გაატარა მეორე ლიგაში მოასპარაზე „შევარდენის“ შემადგენლობაში, მან ჩემპიონატის 16-ვე მატჩი ჩაატარა და გაიტანა 6 გოლი.