თავად ვლადიმირის ძეგლი (ბატაისკი)
თავად ვლადიმირის ძეგლი (რუს. Памятник князю Владимиру) — ძეგლი ბატაისკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებულია 2015 წელს და მდებარეობს ქალაქ ბატაისკის განვითარებად მიკრორაიონში „რადუჟნომი“-ში[1]. ძეგლის ავტორი იყო საიმპერატორო მართლმადიდებელი პალესტინის საზოგადოების როსტოვის რეგიონული განყოფილების წევრი, მოქანდაკე სერგეი ისაკოვი[1].
თავად ვლადიმირის ძეგლი რუს. Памятник князю Владимиру | |
---|---|
მდებარეობა | ბატაისკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
მოქანდაკე | სერგეი ისაკოვი |
დასრულების თარიღი | 2015 |
ისტორია
რედაქტირებამონუმენტის აგების სამუშაოების დაწყების წინ შექმნეს ყორღანი, სამეთვალყურეო მოედნით. იმ ადგილის გვერდით, სადაც დაიწყო თავადი ვლადიმირის (კიევის რუსეთის დიდი მთავარი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი) ძეგლის მშენებლობა, დაიწყეს ვლადიმირის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. მშენებლობის პირველი ქვა საზეიმო ვითარებაში დადეს 2015 წლის 13 ივნისს. ადგილობრივი ბატაისკის ტრადიციების თანახმად ძეგლი უნდა აშენდეს იქმადე, სანამ აშენდება ტაძარი. ამ ტრადიციის დაცვა ამჯერადაც გადაწყვიტეს[1].
ძეგლის გახსნა მოხდა ქალაქ ბატაისკში 2015 წლის 16 ოქტომბერს, რომელშიც მონაწილეობდნენ ბატაისკის მერი ვალერია პუტილინა, ასევე ქალაქის მაცხოვრებლები და სასულიერო წრის წარმომადგენლები. ბატაისკის თავად ვლადიმირის ძეგლი გაანათა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის 22-ე მიტროპოლიტმა მერკური ივანოვმა[2].
აღწერა
რედაქტირებაძეგლის სიმაღლე შეადგენდა 4 მეტრს და იდგა სამ-მეტრიან კვარცხლბეკლზე. პერიმეტრზე განლაგებულია სხვა სკულპტურები — 5 წმინდანის: წმ. თეოდორ ვლადიმირელის, მართალი იოანე კრონშტადტელის, წმ. მოციქულ კნეინა ოლღას, მეუფე სერგეი რადონეჟელისა და ნეტარი მატრონა მოსკოველის სკულპტურები.