ზღვის ბალახი, ზოსტერა (Zostera) — ზღვის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ზოსტერასებრთა ოჯახისა. მხოხავფესურიანი მცენარეა. გაბრტყელებული ღეროები და ვიწრო ხაზური ფოთლები აქვს.

ზღვის ბალახი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ზოსტერასებრნი
გვარი:  ზღვის ბალახი
ლათინური სახელი
Zostera

10-მდე სახეობა გავრცელებულია სუბტროპუკულ, ზომიერ, სუბარქტიკულ და სუბანტრაქტიკულ ზღვებში. ზღვისპირა ზოლის სილიან და ლამიან ფსკერზე ხშირად ქმნიან ვრცელ შალდამებს.

საქართველოში 1 სახეობა იზრდება. ზღვის ბალახის (ძირითადად Zosterra marina-ს) გამხმარ ფოთლებს იყენებენ ლეიბებისა და ავეჯის დასატენად, ზოგჯერ — სასუქად და საშენი მასალის დასამზადებლადაც.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქსე, ტ. 4, გვ. 548, თბ., 1979