ზუსტენჰორნი
ზუსტენჰორნი (გერმ. Sustenhorn) — მთა ურნერის ალპებში, შვეიცარიაში. მდებარეობს ბერნისა და ურის კანტონების საზღვარზე. სამხრეთიდან გადმოჰყურებს ზუსტენის უღელტეხილს.
ზუსტენჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°41′57″ ჩ. გ. 8°27′16″ ა. გ. / 46.69917° ჩ. გ. 8.45444° ა. გ. | |
ქვეყანა | შვეიცარია |
სიმაღლე | 3 503 მ |
ქედი | ურნერის ალპები |
ორივე მხრიდან მასივი მყინვარულია. დასავლეთიდან გაწოლილია შტაინის მყინვარი, ჩრდილოეთით კი უფრო პატარა ფლახენშტაინფირმის მყინვარი. მასივი რამდენიმე მწვერვალისგან შედგება, მათ შორის უმთავრესი — ხლი-ზუსტენჰორნი 3 318 მ სიმაღლისაა.