ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზურგი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზურგი — საწყაო და წონის ერთეული. მოხსენებულია XV-XVI საუკუნეების ქართულ ისტორიულ წყაროებში. იხმარებოდა თივის, ფეტვის, კანაფის, სელისა და ღვინის საზომად. იყენებდნენ XVII და XIX საუკუნეებშიც. ზურგი გულისხმობდა ისეთი სიმძიმის ტვირთს (დაახლოებით 32 კგ), რომლის მოკიდება შეეძლო ერთ ადამიანს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX სს.), თბ., 1973;
  • ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 4, გვ. 544, თბ., 1979
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ზურგი_(ერთეული)“-დან