ზურაბ ჭუმბურიძე (ინჟინერი)

ინჟინერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზურაბ ჭუმბურიძე (დ. 5 აგვისტო, 1935, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ზურაბ ჭუმბურიძე
დაბ. თარიღი 5 აგვისტო, 1935(1935-08-05)[1] (89 წლის)
დაბ. ადგილი სსრკ[1]
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ინჟინერი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.

1961-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენი“-ს რკინაბეტონის ნაკეთობათა ქარხნის ოსტატად, საამქროს უფროსად, მთავარ ტექნოლოგად, ქარხნის დირექტორის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად. 1975-1994 წლებში დააწინაურეს სამშენებლო გაერთიანება „მთავართბილმშენი“-ს №2 მსხვილპანელოვანი სახლმშენებლო კომბინატის დირექტორად. 1994 წელს №2 სახლმშენებელი კომბინატი რეორგანიზებულ იქნა სააქციო საზოგადოებად, ხოლო 2005 წლამდე მუშაობდა ამ საზოგადოების დირექტორად „დუღაბი-94“-ის სახელწოდებით. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი საცხოვრებელი კომპლექსისა და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტის მშენებლობა თბილისში. ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი თბილისის უდიდესი მიკრორაიონების „ვარკეთილისა“ და „ვაზისუბნის“ განაშენიანებაში. მრავალწლიანი ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საპატიო სიგელები, სახელმწიფო და საუწყებო ჯილდოები.[2]


ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. თბ., 2021 გვ. 315-316

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება