ზურაბ ჭელიძე
ზურაბ ჭელიძე (დ. 17 სექტემბერი, 1963) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი და თანანმდებობის პირი.
ზურაბ ჭელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 სექტემბერი, 1963 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო სფერო | ფიზიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1963 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.
იყო გეოფიზიკის ინსტიტუტის ტექნიკოსი, უმცროსი და უფროსი ინჟინერი, 1982 წლიდან კი მეცნიერ-თანამშრომელი. 1983 წლიდან არის „პირველი რადიოს“ პრეზიდენტი, 1997 წლიდან „პირველი სტერეოს“ გენერალური დირექტორი. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მიწისძვრის შესწავლის შესახებ, სხვადასხვა ქვეყნის გეოფიზიკურ ჟურნალებში.
ჯილდოები
რედაქტირება- 1998 — სამაუწყებლო ტექნიკის ინჟინერ-ექსპერტის ევროპული სერთიფიკატი
- „BDHX“-ის მედალი და სიგელი, ელექტრონიკის დარგში
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, გვ. 397, თბ., 1998-1999.