ზურაბ ნათიშვილი
ზურაბ გიორგის ძე ნათიშვილი, ნათიევი (დ. 20 აგვისტო, 1869, — გ. 30 ივლისი, 1937, პარიზი) — რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1915), I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე.
დაიბადა თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახში. სწავლობდა თბილისის კადეტთა კორპუსში (არ დაუმთავრებია), შემდეგ — ელიზავეტგრადის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელსა და სანკტ-პეტერბურგის საოფიცრო-საკავალერიო სასწავლებელში. სამხედრო სამსახურში იყო 1886 წლიდან. მსახურობდა ტვერის მე-16 დრაგუნთა პოლკში, შემდეგ — ნიჟეგოროდის მე-17 დრაგუნთა პოლკში. 1912 წელს მიიღო პოდპოლკოვნიკის, 1915 წელს — პოლკოვნიკის წოდება. მსოფლიო ომის ფრონტებზე თავის გამოჩენისთვის მიღებული ჰქონდა „გიორგის იარაღი“ (1918). დაჯილდოებული იყო ასევე წმ. სტანისლავის III (1901) და II (1914; მახვილებით, 1916), წმ. ანას III (1910) და II (მახვილებით, 1915), წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1915) და III (მახვილებით, 1916) ხარისხის ორდენებით. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო საფრანგეთში, სადაც არჩეული იყო ნეჟიგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერთა კავშირის თავმჯდომარედ. გარდაიცვალა პარიზში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Натиев (Натишвили) Зураб Георгиевич — Русская армия в Первой мировой войне.
- ზურაბ ნათიშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)