ზურაბ ნადარეიშვილი

ზურაბ ნადარეიშვილი (დ. 19 აგვისტო, 1961, თბილისი) — ქართველი ექიმი და მეცნიერი.

ზურაბ ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1961 (1961-08-19) (63 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების უნივერსიტეტში, ტორონტოს(კანადა) უნივერსიტეტის სანიბრუკის ჰოსპიტლის ინსულტის კვლევის ცენტრში, აშშ-ს ნევროლოგიურ დაავადებათა და ინსულტის ეროვნულ უნივერსიტეტში.

გაიარა ინტერნატურა ვაშინგტონის(აშშ) ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალ-ცენტრის შინაგან სნეულებათა კათედრაზე, ხოლო შემდეგ-რეზიდენტურა ნევროლოგიაში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში. მუშაობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორად და ინსულტის ცენტრის დირექტორის მოადგილედ. 2013 წლიდან ჯონს ჰოპკინსის სამეცნიერო ქსელის ჯანდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ინსულტის ცენტრის სამედიცინო დირექტორია(ბეთესდა, მერილენდი). მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. 1991 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს კანადის ინსულტის საზოგადოების პრიზი, წლის საუკეთესო ნაშრომისათვის (1999).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თავისუფლების დღიურები, 2014 : რადიო „თავისუფლების“ პროექტი, თბ., 2015, გვ. 285

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება