ზურაბ კუხიანიძე

ქართველი მწერალი და პოეტი

ზურაბ კუხიანიძე (დ. 30 სექტემბერი, 1930, ქუთაისი — გ. 28 ივლისი, 2003) — ქართველი მწერალი, პოეტი.

ზურაბ კუხიანიძე
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1930(1930-09-30)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 28 ივლისი, 2003(2003-07-28) (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი, საქართველო
დასაფლავებულია მწვანე ყვავილას პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1954-1977 წლებში იყო ქუთაისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი, ხოლო 1977 წლიდან —- გამომცემლობა „საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის „უქიმერონის“ დირექტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1951 წელს, ხოლო 1958 წელს გამოიცა მისი პირველი კრებული. არის 40-მდე წიგნის ავტორი.

გარდაიცვალა 2003 წლის 28 ივლისს. დაკრძალულია მწვანეყვავილას პანთეონში, ქუთაისში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება