ზურაბ ერქვანია
ზურაბ დავითის ძე ერქვანია (დ. 14 ოქტომბერი, 1951, ქ. გაგრა) — ქართველი სახელმწიფო მოხელე, გენერალ-მაიორი (2000).
დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1974), მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სასწავლებელი (1979), მოსკოვის საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია (1991). საბჭოთა პერიოდში მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე, ძირითადად აფხაზეთში. 1993-1998 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, ასევე თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე (დევნილობაში), 1998-2003 წლებში — საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 2003 წლიდან თადარიგშია. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999) და მედლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 92.