ზურაბ გოგინაშვილი

ზურაბ გოგინაშვილი (დ. 9 მარტი, 1963, გორი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1987–1990 წლებში იყო კასპის რაი–საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ქირურგი. 1990–1992 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის I კლინიკური ქირურგიული განყოფილების კლინიკური ორდინატორი. 1993 წლიდან ქირურგიის ინსტიტუტის პლასტიკური და რეკონსტრუქციული მიკროქირურგიის განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, გამოგონების, ორი სასარგებლო მოდელის.

1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „დიაბეტური ტერფის კლინიკური ფორმების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 72

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება