ზურაბ გიგოლაშვილი
ზურაბ გიგოლაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1957, ქ. გორი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
ზურაბ გიგოლაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1957 |
დაბადების ადგილი | გორი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სწავლობდა მოსკოვის კოოპერაციული ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დაუსწრებელ განყოფილებაზე. სხვადასხვა დროს გორის თბომეურნეობის ოპერატორი, საქართველოს სამომხმარებლო კოოპერატივების ცენტრალური კავშირის (ცეკავშირი) გორის ბაზის მუშა, გორის რაიონის მეჯვრისხევის სასოფლო საბჭოს მოლარე-მოანგარიშე, მეჯვრისხევის სასოფლო კოოპერატივის მაღაზიის გამგე, ამავე სოფლის მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების სახლმმართველი. 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, „მერაბ კოსტავას საზოგადოება“, ეკონომიკური რეფორმის კომისიის, კერძო საკუთრებისა და პრივატიზაციის ქვეკომისიის წევრი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ზურაბ გიგოლაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზურაბ გიგოლაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი