ЗСУ-57-2
საბჭოთა თვითმავალი საზენიტო ქვემეხი ზსუ-57-2(ЗСУ-57-2– რუს.Зенитная Самоходная Установка,)
ZSU-57-2 | |
---|---|
ZSU-57-2 | |
მოდიფიკაცია | |
საბრძოლო წონა, ტ | 28.1 |
ეკიპაჟი, კაცი | 6 ადამიანი |
ისტორია | |
გამოშვების წელი(წლები) | 1947— 1954 |
ექსპლუატაციის წელი(წლები) | 1947 - დღემდე |
ზომები | |
სიგრძე ქვემეხით, მმ | 8.46 |
კორპუსის სიგანე, მმ | 3.27 |
სიმაღლე, მმ | 2.75 |
შეიარაღება | |
ქვემეხის საბრძოლო მარაგი | 300 |
ტყვიამფრქვევები | 2 C-68 ქვემეხი |
მობილურობა | |
ძრავის ტიპი | V-54, 12 ცილინდრიანი ძრავა |
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. | 580 |
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ | 50 |
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. | 15,7 |
შექმნის ისტორია
რედაქტირება1947 წელს კონსტრუქტორი გრიბინის მეთაურობით დაიწყო ЗСУ-57-2 პროექტირება,შეწყვილებული საზენიტო ქვემეხის С-60-ის ბაზაზე, რომელიც განკუთვნილი იყო მუხლუხებიანი შასისთვის და ასევე ბორბლებიან მისაბმელ მანქანაზე,საცდელი ნიმუში დამონტაჟებული იყო ბუქსირებადზე,ბუქსირებადი ვარიანტი დაწუნებული იქნა, ხოლო თვითმავალ ვერსიაზე კი მუშაობა გაგრძელდა და დაამონტაჟეს ტანკ Т-55 ის შასზე,თვიმავალ ვერსიას დაარქვეს ЗСУ-57-2 მისი გამოცდები მიმდინარეობდა 1950-1954 წლებში. შეიარაღებაში მიიღეს 1954 წელს,ჯავშან სატანკო მუზეუმის ცნობით მისი სერიული წარმოება მიმდინარეობდა უმსკის ნომერ 174 ქარხანაში 1955-1960 წლებში,ЗСУ-ს ისტორიის წიგნის მიხედვით წარმოება დაიწყო ნომერ 1001-ში 1958 წელს,სხვა მონაცემებით მიხედვით ამ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის გამოშვება მიმდინარეობდა 1957 წელს ქარხანა 946-ში
კონსტრუქცია
რედაქტირებაЗСУ-57-2 წარმოადგენს მსუბუქ შეჯავშნულ მუხლუხებიან მანქანას მოძრავი კოშკურით რომელიც საშუალებას იძლევა აწარომოოს წრიული საზენიტო ცეცხლი ავტომატური ქვემეხით,მანქანის ძირითადი ნაწილებია:შეჯავშნული კორპუსი,კოშკურა,შეიარაღება,ძალური დანადგარი,გადამცემი,სავალი ნაწილი,ელექტრო მოწყობილობა,საშუალო დიაპაზონის კავშირი და ხანძარ საწინააღმდეგო მოწყობილობა. ჯავშნიანი კორპუსი შედგება სამი ნაწილისგან:სამართავი,საბრძოლო და ძალური დანადგარი:
- 1)მართვის ცენტრი განთავსებულია წინა მარცხენა მხარეს იქვე მდებარეობს მექანიკოსის და მძღოლის საჯდომი სკამი
- 2)საბრძოლო განყოფილება განთავსებულია კორპუსის შუა ადგილას
- 3)ძალური მოწყობილობა განთავსებულია მანქანის უკანა ნაწილში, ეს ყველაფერი გამოიყოფოდა საბრძოლო გამყოფით,რომელიც შეჯავშნული იყო 13მმ ჯავშნით
კოშკურა იყო ახდილი, კოშკურა ბრეზენტის ტილოთი იფარებოდა
ომებში მონაწილეობა
რედაქტირება- ინდოჩინეთის მეორე ომი
- ექვსდღიანი ომი
- ირან-ერაყის ომი
- 1982 ლიბანის ომი
- სპარსეთის ყურის ომი (1990-1991)
- იუგოსლავიის ომი
- ათდღიანი ომი (სლოვენია)
- ხორვატიის ომი დამოუკიდებლობისათვის
- ბოსნიის ომი
- 1995 ნატოს საჰაერო ძალები ბომბავენ ბოსნიას და ჰერცეგოვინას
- კოსოვოს ომი
- 1999 ნატოს საჰაერო ძალები ბომბავს იუგოსლავიას