ზოტის ჯამე — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში.

მეჩეთის ინტერიერი

ჯამე ხის ორსართულიანი შენობაა, რომელიც გუმბათის ფორმის მინარეთით მთავრდება. ინტერიერი კარგადაა განათებული, რასაც ორ რიგად განლაგებული ფანჯრები უზრუნველყოფს. აშენებულია 1904 წელს. ავთენტური ხის ფანჯრები შეცვლილი აქვთ მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით, შენობას შემოკრული აქვს თუნუქი. შენობას შიგნით, სამი კედლის გასწვრივ, ქანდარა გასდევს. სამხრეთ კედელში განთავსებულია მიჰრაბი. ერთ-ერთ კუთხეში კათედრა დგას. მეჩეთი ნატიფად მოხატული და მოჩუქურთმებულია. ჩუქურთმები და ფრიზი შეფერილია მწვანე, ფირუზისფერი და წითელი ფერებით. კედლები მოხატულია მცენარეული ორნამენტებით და ყვავილთა კონებით. აქ გამოყენებულია ცისფერი ფონი და ნარინჯისფერი, წითელი, მწვანე და შავი ფერები. გადმოცემის მიხედვით ინტერიერის მოხატულობა ჭან ომერს ეკუთვნის.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 10827
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: