ზორეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ზორეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევში. ნასოფლარ ზორეთის სამხრეთით, ბაღებში, პატარა ბორცვზე. მისგან დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. ბორცვის ფერდი ეკლესიის ქვებითაა მოფენილი. ეკლესია სწორკუთხა გეგმარებისაა. კედლები ნაგები იყო სხვადასხვა ზომის მოსწორებულპირიანი ბლოკებით. ბორცვის ზედა ნაწილში შემორჩენილია გალავნის კვალი, რომელიც ფერდის მომრგვალებას მიუყვებოდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 24959