ზლატა მოგლენელი
ზლატა მოგლენელი (ბულგ. Злата Мъгленска, მაკედ. Злата Мегленска, ბერძ. Χρυσῆ; გ. 24 ოქტომბერი [ძვ. სტ. 13 ოქტომბერი ], 1795) — მართლმადიდებელი წმინდანი, პატივს მიაგებს სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიები. მას მოიხსენიებენ როგორც დიდმოწამეს. მოხსენიების დღე არის 13 (26) ოქტომბერი.
ზლატა მოგლენელი | |
---|---|
დაიბადა |
1750 Slavic speakers of Greek Macedonia |
გარდაიცვალა | 13 (24) ოქტომბერი, 1795 ან 18 (29) ოქტომბერი, 1795 |
წმინდანად შერაცხვა | 1912 |
ხსენების დღე | 18 ოქტომბერი |
ატრიბუტები | დიდმოწამე |
დაიბადა და ცხოვრობდა ბულგარეთში. სიყმაწვილიდანვე ზლატა საოცრად მტკიცე ხასიათით, ქრისტესადმი ურყევი სასოებით, კეთილგონიერებითა და მშვენიერებით გამოირჩეოდა. მათ სოფელში დამკვიდრებული ერთი თურქი დიდხანს ეცადა, მოეხიბლა ქალწული და ისლამზე მოექცია, მაგრამ ვერც შეგონებებით, ვერც მუქარითა და ვერც საშინელი წამებით, რომელიც მრავალი თვის მანძილზე გრძელდებოდა, ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი.
გარდაიცვალა 1795 წელს. ხატებზე გამოსახულია ბულგარულ ან მაკედონურ საქორწინო ტანსაცმელში.