ზინა ალექსანდრეს ასული ერისთავი (დ. 17 ოქტომბერი, 1930, თბილისი, — გ. 16 მარტი, 2002, იქვე) — ქართველი გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1984).

დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი (1952). 1958–1962 წლებში იყო ი. ჟორდანიას სახელობის ქალის ფიზიოლ. და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი, 1962-1971 წლებში — საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი მუშაკი, 1971-1975 წლებში — იქვე პირველი სამეანო განყოფილების გამგე. 1975-1977 წლებში კონსულტანტად იყო მივლინებული ალჟირის ბელფორის ჰოსპიტლის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 1978-1981 წლებში ხელმძღვანელობდა პერინატალური მედიცინის, მეანობისა და გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილებას, აქვე, 1981-1984 წლებში, იყო ქირურგიული განყოფილების უფროსი მეცნიერი მუშაკი. 1984 წლიდან იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პროფესორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება