ზიგანას უღელტეხილი

ზიგანას უღელტეხილი (თურქ. Zigana Geçidi) — უღელტეხილი თურქეთში. მდებარეობს თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით გუმუშჰანეს პროვინციაში, პონტოს მთებზე. სიმაღლე 2032 მ. უღელტეხილზე გადის D885 და E97 გზები, მდებარეობს ქალაქ გუმუშჰანედან 60 კმ-ში და ტრაპიზონიდან 120 კმ-ში. წელიწადში 5 თვის განმავლობაში გადასასვლელი თოვლით არის დაფარული.[1] ზღვის დონიდან 1795 მ.-ზე გაყვანილია ზიგანას გვირაბი, რომლის სიგრძე 1702 მ., სიფართე 11 მ. და მაქსიმალური სიმაღლე 8 მ.-ია. ის ქვეყანაში ყველაზე დიდ გვირაბად ითვლება.[2] გვირაბიდან სამხრეთ-დასავლეთით 3.5 კმ-ში მდებარეობს სოფელი ზიგანა და წარმოადგენს ცნობილ სათხილამურო კურორტს.[1]

ზიგანას უღელტეხილი
Zigana Geçidi
ზიგანას უღელტეხილი
ზიგანას უღელტეხილი
კოორდინატები: 40°38′56″ ჩ. გ. 39°23′34″ ა. გ. / 40.649000° ჩ. გ. 39.3928000° ა. გ. / 40.649000; 39.3928000
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული გუმუშჰანეს პროვინცია
სიმაღლე 2032 
ქედი პონტოს მთები
გამავალი გზა D885 და E97
აკავშირებს ტრაპიზონი>გუმუშჰანე
ზიგანას უღელტეხილი — თურქეთი
ზიგანას უღელტეხილი
  1. 1.0 1.1 „En güzel 10 kar manzarası-En iyi 10:1. Zigana Geçidi-Gümüşhane“. Hürriyet (თურქული). January 13, 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 14, 2012. ციტირების თარიღი: February 22, 2009.
  2. Özdemir, Ulaş (April 1, 1999). „Zigana Tüneli tehlike saçıyor“. Milliyet (თურქული). ციტირების თარიღი: February 25, 2009.