ზვიად ბოკუჩავა
ზვიად ბოკუჩავა (დ. 28 ნოემბერი, 1959, თბილისი) — ქართველი ექიმი, პოლიტიკოსი.
ზვიად ბოკუჩავა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 28 ნოემბერი, 1959 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | ჩიტას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი რსფსრ |
1983 წელს დაამთავრა ქ. ჩიტას სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (რუსეთის ფედერაცია) სამკურნალო ფაკულტეტი და ასპირანტურა.
1983-1984 წლებში იყო ქ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. 1984 წლიდან იყო თერმულ დაზიანებათა რესპუბლიკური სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი- ორდინატორი, სანიტარიული ავიაციის ექიმი-კონსულტანტი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, თიანეთის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, კანონმდებლობისა და კანონიერების დაცვის კომისიის წევრი; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1991) და საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების საბჭოს მდივანი (1991). ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).