ზვიად ბახუტაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ზვიად ბახუტაშვილი (დ. 27 ივლისი, 1962, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი, გულ-სისხლძარღვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1986-1988 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1988-1991 წლებში მოსკოვის ა. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1993 წელს საქართველოში პირველად შეასრულა აორტო-კორონარული შუნტირება. 2000 წლიდან ჩაფიძის ცენტრის გულის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ძირითადად ეხება გულის იშემიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის პრობლემებს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ხელოვნური სისხლის მიმოქცევით მიოკარდიუმის რევასკულარიზაციის დროს გართულებების რისკი მუცლის ღრუს ორგანოების მხრივ“, დაიცვა 1992 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 34

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება