ზვარლის წმინდა გიორგის ეკლესია
ზვარლის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს სოფელ ფშაველის ჩრდილოეთით 4 კილომეტრზე, მთის ფერდზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, რომელთა შორის დარჩენილი არეები შევსებულია კირის ხსნარით ან შედარებით მცირე ქვებით დაზიანებულია: რამდენიმე ადგილას დაბზარულია კედლები, მონგრეულია კუთხეები, დაზიანებული სახურავის საფარი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. მის წირთხლებზე მოხატულობის ფრაგმენტებია შემორჩენილი აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი სარკმლის სამხრეთ მხარეს ერთი, ჩრდილოეთით კი ორი ოთხკუთხა ნიშაა, სარკმლის ქვემოთ კი, კედელზე კუბური ფორმის ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი გადახურულია კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიულია. მსგავსი ფორმისაა კამარაც. სამხრეთ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს, მთელ სიგრძეზე, გასდევს საფეხური. შენობის დასავლეთ ფრონტონის წყობაში, ერთ ვერტიკალზე, სხვადასხვა ზომის კვადრატებია განლაგებული. ზემოთ ფრონტონის წვერში ჩასმულ ქვაზე, წრეში ჩაწერილი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, მის ქვემოთ მდებარე ოთხკუთხა ქვაზე — წმინდანის შემდეგ, შედარებით მოზრდილ, ოთხკუთხა კვადრატზე კი — სტილიზებული სიცოცხლის ხის. ამ უკანასკნელის ქვემოთ, ოდნავ ჩრდილოეთით, ბათქაშზე მცენარეული ორნამენტის ნაშთია. ფასადები დასრულებულია შირიმის, პროფილირებული ლავგარდნით. ძეგლს სამხრეთით ებჯინება ოდნავ მოკლე სწორკუთხა გეგმის მინაშენი, რომელიც ფასადს მთელ სიგრძეზე არ გამოუყვება ოღონდ შესასვლელს მთლიანად ფარავს. მინაშენში შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან ნალისებრთაღოვანია. თაღში ტიმპანის ქვაა ჩადგმული მინაშენი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზის ქვა ერთი, ტაღოვანი ერთი თაღოვანი სარკმელი სამხრეთ კედელშიცაა კონქის თაღი ნახევარწრიული მოყვანილობისაა. მსგავსი ფორმისია კამარაც დარბაზის სამხრეთ კედელში მოწყობილია ერთი, ოთხკუთხა ნიშა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 347-348.