ზეღდულეთის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია
ზეღდულეთის ღვთისმშობლის მცირე ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (10,2 X 5,2 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. აღმოსავლეთით გარედან შვერილი ხუთწახნაგოვანი, შიგნით ნახევარწრიული ღრმა აფსიდი აქვს. აფსიდის გარეთა წახნაგები და სარკმლები მოპირკეთებულია შირიმის ქვით. ეკლესიის დასავლეთ კედელში კარი და თაღოვანი სარკმელია. სამი ასეთივე სარკმელია აღმოსავლეთ კედელში, ორი სამხრეთისაში. დარბაზის გრძივი კედლები წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრით დაახლოებით სამ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. გადახურვა კამაროვანი იყო. დასავლეთის ფასადზე, კართან, კირქვაზე ორი ვარდულია ამოჭრილი. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ კუთხეში, დაბლა, ქვაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც არ იკითხება.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.