ზენტროპა
Zentropa (ზენტროპა) ან Zentropa Entertainment (ზენტროპა ენთერთეინმენთი) — დანიური კინოკომპანია, რომელიც 1992 წელს დააარსეს რეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა და პროდიუსერმა პიტერ ალბაკ იენსენმა.[1] სახელი ეწოდა 1991 წლის ფილმში „ევროპა“ არსებული მატარებლების კომპანიის მიხედვით, რომელითაც დაიწყო ფონ ტრიერისა და იენსენის თანამშრომლობა.
ზენტროპამ აწარმოა 70-ზე მეტი მხატვრული ფილმი და გახდა სკანდინავიის უდიდესი კინომწარმოებელი კომპანია. იგი არაერთ შვილობილ კომპანიას ფლობს ევროპის მასშტაბით.[2]
კომპანია ყველაზე მეტად ცნობილია მიმართულება დოგმა 95-ის შექმნით, რასაც მოჰყვა ისეთი აღიარებული ფილმები, როგორიცაა „იდიოტები“ (1998), „ზეიმი“ (1998) და „მიფუნეს უკანასკნელი სიმღერა“ (1999).[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (31 August 2012) Historical Dictionary of Scandinavian Cinema. Scarecrow Press, გვ. 417–. ISBN 978-0-8108-5524-3.
- ↑ Angus Finney (10 October 2014). The International Film Business: A Market Guide Beyond Hollywood. Routledge, გვ. 106–107. ISBN 978-1-136-29503-4.
- ↑ Palgrave Connect (Online Service) (11 December 2013). Behind the Screen: Inside European Production Cultures. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-28218-7.