ზენონ იყალთოელიVI საუკუნის შუა წლებში იყალთოში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 16 (29) ოქტომბერი). დააარსა იყალთოს მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.

ცხოვრება

რედაქტირება

ზენონ იყალთოელის ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. გადმოცემით ცნობილია რომ ის იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო და მოღვაწეობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება ზედაზნელის ცხოვრებაში.

ხსენების დღე

რედაქტირება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს 29 ოქტომბერს [ძვ. სტ. 16 ოქტომბერი] აღნიშნავს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 514.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 155