ზენდიდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით თარიღდება.

ეკლესია დარბაზულია (­6,9X4,8 მ). კედლების შემორჩენილი სიმაღლე ქვაფენილიანი იატაკის დონიდან 2 მ. აღმოსავლეთი კედლის სიმაღლე მიწის თანამედროვე ზედაპირიდან 2,6 მ. კედლის სისქე­ 1 მ. ნაგებია კირხსნარზე ბაზალტის დიდი დაუმუშავებელი ლოდებით. წყობაში გამოყენებულია საშუალო და მცირე ზომის კედლის ფლეთილი ქვებიც. პერანგებს შორის სივრცე შევსილია წვრილი ქვებით. რიგების ჰორიზონტალურობა დაცული არაა. ეკლესიას შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. იატაკი მოგებულია დიდი ზომის ქვის ფილებით. საკურთხეველი იატაკიდან გამოყოფილი არაა. ეკლესია საკმაოდაა დაზიანებული. საძირკვლის დონემდეა მორღვეული ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. მონგრეულია შესასვლელის ორივე მხარე. ეკლესია მოკლებულია ყოველგვარ შემკულობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 81