ზემფირა მეფტახეტდინოვა

ზემფირა ალი კიზი მეფტახეტდინოვა (აზერ. Zemfira Əli qızı Meftahətdinova; დ. 28 მაისი, 1963) — საბჭოთა და აზერბაიჯანელი ვეტერანი სპორტსმენი. სტენდზე მსროლელი. 2000 წელს გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვები. 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის პრიზიორი. მსოფლიოს ჩემპიონი 1995 და 2001 წლებში, ევროპის ჩემპიონი 1986, 1987 და 1988 წლებში. გუნდურ ღონისძიებაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი 1986 და 1988 წლებში, ბრინჯაო - 1987 და 1990 წლებში, ვერცხლის მედალოსანი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ ღონისძიებაში. 1986 წლის სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი. თამაშობდა ბაქოს „დინამოში“. ის არის პირველი აზერბაიჯანელი სპორტსმენი დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში, რომელმაც მოიპოვა ოლიმპიური ოქრო და პირველი ქალი დამოუკიდებელი აზერბაიჯანიდან, რომელმაც მოიპოვა ოლიმპიური მედალი.

ზემფირა მეფტახეტდინოვა
250
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 28 მაისი, 1963(1963-05-28)[1] (61 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
სიმაღლე 164
ქვეყანა აზერბაიჯანი
ჯილდოები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის საპატიო დიპლომი[2] , Q126728481?, დიდების ორდენი, მედალი „პროგრესი“, Medal "For the Homeland" (Azerbaijan), სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი და Honored figure of physical education and Sports (Azerbaijan)

დაამთავრა აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი. არის პოლიციის პოლკოვნიკი და სპორტის მასწავლებელი. ფლობს სამ ენას. 2002 წლის ნოემბერში მან მიიღო სტიპენდია ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამიდან.

სპორტული კარიერა

რედაქტირება

ზემფირა მეფტახედინოვა დაიბადა 1963 წლის 28 მაისს, მისი მშობლების მსგავსად ქალაქ ბაქოში დაიბადა. ეროვნებით თათარია. ჯერ კიდევ 225–ე სკოლაში, რომელიც მდებარეობს ნარიმანოვის გამზირზე, იგი დადიოდა მხატვრული ტანვარჯიშის წრეზე. ამის შემდეგ გადავიდა მე-8 მიკრორაიონში, სადაც მისი სახლის გვერდით იყო ტირი, იქ სიარული მეგობარ გოგონებთან ერთად დაიწყო. ზემფირას მოეწონა სროლის გაკვეთილები და მან დაიწყო ამ სპორტით დაკავება[3].

1993 წელს ზემფირა გახდა ევროპის ჩემპიონი, ხოლო 1995 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა. 1995 წლის მარტში ზემფირა მეფტახეტდინოვას მიენიჭა „ტერეგის მედალი“ (პროგრესი) საერთაშორისო შეჯიბრებებში მაღალი მიღწევებისთვის, ასევე აზერბაიჯანული სპორტის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის.[4].

ოლიმპიურ თამაშებზე

რედაქტირება
 
ზემფირა მეფტახეტდინოვა 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე

2000 წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე მან მოიპოვა პირველი ოქროს მედალი აზერბაიჯანისთვის, შედეგით 73 + 25. 2000 წლის ოქტომბერში ზემფირას გადაეცა „შოჰრეთის ორდენი“ (დიდება) სიდნეის XXVII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მაღალი მიღწევებისთვის, ასევე აზერბაიჯანული სპორტის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის.[5]

2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მან მესამე ადგილი დაიკავა, შედეგით 71+22. 2004 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მას მიენიჭა მედალი „ტერეგი“ (პროგრესი)[6].

ზემფირა მეფტახეტდინოვა აგრეთვე მონაწილეობა პეკინში, ჩინეთში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.[7] დაიკავა მე-15 ადგილი.

2017 წელს, აზერბაიჯანში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარებაში გაწეული ღვაწლისთვის, ზემფირა მეფტახეტდინოვას მიენიჭა საპატიო წოდება „აზერბაიჯანის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი“.[8].

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ზემფირა მეფტახეტდინოვა დაქორწინებულია. ჰყავს ერთი ქალიშვილი, რეჯინა, რომელიც პოლიციელია და ერთი ვაჟი.[9]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Karyeramı başa vurmaq haqqında düşünmürəm / Z.Meftahətdinova // Xalq cəbhəsi. — 2010. — 20 aprel. — S. 5
  1. Olympedia — 2006.
  2. https://president.az/ru/articles/view/57837
  3. Интервью с Земфирой Мефтахетдиновой
  4. Azərbaycan Respublikası idmançılarının təltif edilməsi haqqında fərman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2021-10-20.
  5. Azərbaycan Respublikası idmançılarının «Şöhrət» ordeni ilə təltif edilməsi haqqında fərman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2021-10-20.
  6. Azərbaycan Milli Olimpiya komandası üzvlərinin təltif edilməsi haqqında Azərbaycan Respublikası Prezidentinin Sərəncamı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2021-10-20.
  7. Olympics Previews — Day −5[მკვდარი ბმული]
  8. Добившимся больших успехов в 2017 году азербайджанским спортсменам вручены награды. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-26. ციტირების თარიღი: 2017-12-25.
  9. Кармен в чине старшего лейтенанта. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-19. ციტირების თარიღი: 2021-10-20.