ზემო ნიჩბისის პირველი სამაროვანი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ზემო ნიჩბისის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიჩბისის განაპირას, სოფელ დიდგორისკენ მიმავალი გზის ორივე ნაპირზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სამაროვანი გათხარა მცხეთის მუდმივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). აღმოჩნდა მიწაში 0,45-1,15 მ სიღრმეზე ჩადგმული უხეშად დამუშავებული ქვიშაქვის ფილებისაგან შედგენილი ქვაყუთები. სამარხები უმეტესად საოჯახო-კოლექტიურია. დაკრძალვის წესი ქრისტიანულია. სამარხთა უმეტესობა უინვენტაროა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბიბილური თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 288.