ზემო ბოლის კვირაცხოვლის ეკლესია

ზემო ბოლის კვირაცხოვლის ეკლესია — საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლში. აგებულია შუა საუკუნეებში.

დარბაზული ტიპის ეკლესიიდან შემორჩენილია კედლები 80 სმ-ს სიმაღლეზე. ეკლესიას სწორკუთხა საკურთხეველი ჰქონდა. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორექვა. ეკლესიაში მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 75