ზემო არტანის სამაროვანი

ზემო არტანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტაანში ნასოფლარ სოფლიონის განაპირას, ჩრდილოეთით, მთის ფერდობზე. განეკუთვენბა შუა საუკუნეებს. სამანქანო გზის ჭრილში ჩანს რამდენიმე სამარხი ნატეხი ქვით შეგდენილი ქვისსამარხები, რომლებიც დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. მიცვალებული დაკრძალულია ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთისკენ. ერთი ქვისსამარხის დასავლეთ ნაწილში აღმოჩნდა რამდენიმე თავის ქალა როგორც ჩანს, სამარხების ნაწილი საოჯახოა.

ლიტერატურა რედაქტირება