ზემო არტანის კოპალას ხატი
ზემო არტანის კოპალას ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ხაშარის ახლოს, მდინარეების ხაშრულისა და აონისხევის შესართავთან, მდინარე აონისხევის მარცხენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ნაგებია ფიქლით. ხატს მასიური ოთხკუთხა პრიზმის ფორმა აქვს. სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში პატარა სწორკუთხა სასანთლე ნიშია. სახურავი წაკვეთილი პირამიდის ფორმისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაქრაძე ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 383.