ზემო ამირნის კვირიას ეკლესია
ზემო ამირნის კვირიას ეკლესია — მდებარეობს სოფელ ზემო ამირნის განაპირას, აღმოსავლეთ ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, უაფსიდო (4,1X2,7მ), ნაგებია წვრილი ნატეხი ქვით. ორივე მხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი დასავლეთიდან არის. აღმოსავლეთ კედელში ეკლესიის ერთადერთი სწორკუთხა სარკმელია, მას საფეხურებიანი ძირია ქვს. სარკმლის ქვემოთ კედელზე ტრაპეზის ქვაა მიდგმული. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ტლანქად ნაწყობი კამარით, რომელსაც განივკვეთში ბრტყელი თაღის ფორმა აქვს. სამხრეთის ფასადი (მთლიანად) და განივი ფასადების მნიშვნელოვანი ნაწილი ფერდობიდან ჩამოზვავებული მიწითაა დაფარული. ეკლესია გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 249.