ზელენოგრადის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი

ზელენოგრადის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი (რუს. Еврейский музей и центр толерантности) — ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი მოსკოვის ქალაქ ზელენოგრადში. მუზეუმი მდებარეობს შემდეგ მისამართზე: 103575, მოსკოვი, ზელენოგრადი, გოგოლის ქუჩა № 11-გ.

ზელენოგრადის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი
55°59′00″ ჩ. გ. 37°10′00″ ა. გ. / 55.98333° ჩ. გ. 37.16667° ა. გ. / 55.98333; 37.16667
დაარსდა 1969
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა მოსკოვი
სტატუსი სახელმწიფო
ექსპონატი 23 200
დირექტორი დენის ჩილიკინი
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

ზელენოგრადის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი გაიხსნა 1969 წელს ქალაქ ზელენოგრადის მოსახლეობის ინიციატივით. რაიონში დიდი სამამულო ომის პერიოდში მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები. ომის კვალიი შენახულია, როგორც მოსახლების მეხსიერებაში ასევე ქალაქის შემოგარენში. მოსახლეობის მიერ ომთან დაკავშირებული მასალების შეგროვება გახდა მუზეუმის დაარსების საფუძველი. თავდაპირველად მუზეუმი განთავსებული იყო ქალქის სამოთახიან ბინაში. შემდეგ მას გადაეცა შენობა გოგოლის ქუჩაზე.

1984 წელს მუზეუმმა მიიღო სახელწოდება „სახალხო“, ხოლო 1992 წლიდან - სახელმწიფო.

ზელენოგრადის ისტორიულ-მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი აგროვებს სიძველეს, ატარებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას.

მუზეუმის საგამოფენო ფართობია - 285 მ², მუზეუმში არის დარბაზები, რომლებიც ეძღვნება დიდი სამამულო ომის მოვლენებს: „იქ სადაც დაიღუპა უცნობი ჯარისკაცი“, დარბაზი კოლექციით „ჩემი მხარე“, სადაც ნაჩვენებია მხარის ყოფა-ცხოვრება და ისტორია. ყოველ წელს მუზეუმი ახორციელებს არქეოლოგიურ ექსპედიციებს სოფელ ლიალოვოს არქეოლოგიურ ძეგლზე.

მუზეუმის ექსპონატების რაოდენობაა 23 200 ერთეული, მათ შორის 12 200 ძირითად ფონდშია. მუზეუმის კოლექციის შემადგენლობაში შედის სამხედრო-ისტორიული მინიატურა „რუსეთის არმიის მუნდირის განვითარების ისტორია“, ქვის ხანის არქეოლოგიური საგნები, მათ შორის ქსოვილები და ნაკეთობები. მუზეუმში დაცულია მარშალ გიორგი ჟუკოვისა და მიხეილ კატუკოვის პირადი ნივთები.

მუზეუმში არის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, სურათების გალერეა. მუზეუმის თანამშრომლები გამოსცემენ შრომების კრებულს „მხარის ისტორიის ნარკვევები“, ალბომებს და კატალოგებს.

მუზეუმში იმართება თემატური ექსკურსიები „ჩვენი სამშობლოს ისტორია“, „მოსკოვის დაცვის უკანასკნელი საზღვარი“, „იქ სადაც დაიღუპა უცნობი ჯარისკაცი“, „რუსეთის არმიის მუნდირის განვითარების ისტორია“, „ჩვენი ქალაქი“, ქალაქ ზელენოგრადის მხატვრებისა და დიზაინერების გამოფენები.

2014 წელს მუზეუმში მიმდინარეობდა რეორგანიზაცია, რომლის განმავლობაშიც მუზეუმს შეუერთდა „საგამოფენო დარბაზი ზელენოგრადი“, რომელიც ადრე ცალკე ორგანიზაცია იყო. რეორგანიზაციის შემდეგ მუზეუმის სრულ სახელწოდებაა „ქალაქ მოსკოვის კულტურის სახელმწიფო საბიუჯეტო განყოფილება, ზელენოგრადის მუზეუმი“.

1977-2016 წლებში მუზეუმის დირექტორი იყო ტატიანა ვიზბული[1], ხოლო 2016 წლიდან მუზეუმის დირექტორია დენის ჩილიკინი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება