ზელენოგორსკის აგარაკი
ზელენოგორსკის აგარაკი (რუს. Дача Зеленогорска) — აგარაკი სანქტ-პეტერბურგის საკურორტო რაიონში, ქალაქ ზელენოგორსკში, მისამართზე პრიმორსკის ქუჩა, სახლი № 570. მდებარეობს პანსიონატ „ჩრდილოეთის რივიერის“ ტერიტორიაზე, ფინეთის ყურის ნაპირზე. აგებულია მოდერნის სტილში. არის არქიტექტურის ძეგლი.
ზელენოგორსკის აგარაკი Дача Зеленогорска | |
---|---|
„აგარაკი მოდერნის სტილში“ | |
კოორდინატები | 60°11′30″N 29°39′29″E / 60.191654° ჩ. გ. 29.658107° ა. გ. |
მდებარეობა | ზელენოგორსკი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
ტიპი | აგარაკი |
სტილი | მოდერნი |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
აღწერა
რედაქტირებაამ ტერიტორიაზე მდებარე ორი აგარაკიდან ჩვენს ეპოქამდე შემონახულია მხოლოდ ერთი, რომელსაც ეწოდება „აგარაკი მოდერნის სტილში“ (სახლი 570, ფრთა И). აგარაკის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვისგან აგებული სარდაფი, რომლის შეასვლელის თავზე ამოკვეთილია რიცხვი „1927“, სავარაუდოდ ეს უნდა იყოს სარდაფის აგების თარიღი. ამ თარიღისათვის აგარაკის მფლობელად ითვლებოდა ეინარ ვილჰელმ კუნტუ, რომელიც იყო ტერიოკის ბანკის ვიბორგის განყოფილების დირექტორი. უფრო ადრე, 1910 წლიდან აგარაკი ეკუთვნოდა არქიტექტორ თ. თ ლუმბერგის მეუღლეს ელენე ივანეს ასულ ლუმბერგს, რომელმაც, სავარაუდოდ, ააგებინა აგარაკი.
აგარაკისთვის ღუმელები დაამზადეს XX საუკუნის დასაწყისში, ცნობილი არქიტექტორის კარლ ედუარდ დიპელის პროექტის მიხედვით. ეს არის იშვიათი შორენკეცებიანი ღუმელი, რომელიც შემონახულია ზელენოგორსკში.
დიდი სამამულო ომის დასრულების შემდეგ აგარაკი იყო ცენტრალური კომიტეტის პროფკავშირების სანატორიუმის ერთ-ერთი კორპუსი. შემდეგ გამოიყენებოდა საერთო საცხოვრებლად სანატორიუმ „ჩრდილოეთის რივეირის“ თანამშრომლებისათვის.
მეორე ე. წ. „ შვედური აგარაკი“ (სახლი 570, ფრთა К) — დაიწვა 2000-იანი წლების შუა ხანებში. 1910 წლისათვის აგარაკის მფლობელი იყო ვინმე პეტროვი. მოგვიანებით აგარაკის მფლობელი გახდა ფრედ გეიტელი, რომელიც, ისევე როგორც სხვა მფლობელი, არ იყო ფინური წარმომავლობის და ფინეთში აღმოჩნდა რევოლუციის შემდეგ, მაოხდინა გვარის ფინურ ყაიდაზე გადაყვანა და გახდა ხეიკილი. აგარაკის პირველმა მფლობელმა შენობის წინ დაადგმევინა ლომის ქანდაკება, რომელიც ამჟამად პრაქტიკულად დანგრეულია.
ორი აგარაკის ანსამბლი, ლენინგრადის აღმასკომის 1988 წლის 5 დეკემბრის № 963 გადაწყვეტილებით არის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური მნიშვნელობის ძეგლი.