ზეინაბ კედია (დ. 8 ივლისი, 1921, სტამბოლი — გ. 20 თებერვალი, 2016, პარიზი) — ქართველი ემიგრანტი საფრანგეთში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის (განსაკუთრებული რაზმის სამმართველოს) ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი, პარიზის ქართული სათვისტომოს მერვე თავმჯდომარე ლევან ზურაბიშვილის მეუღლე,[1] საქართველოს მე-5 პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის დედა.

ზეინაბ კედია

ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი ქორწინების დღეს პარიზში, 15 აპრილი, 1950
დაბადების სახელი ზეინაბ მელქისედეკის ასული კედია
დაბადების თარიღი 8 ივლისი, 1921
სტამბოლი, თურქეთი
გარდაცვალების თარიღი 20 თებერვალი, 2016 (94 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე(ები) ლევან ზურაბიშვილი
შვილ(ებ)ი სალომე ზურაბიშვილი
ოთარ ზურაბიშვილი
მშობლები მამა: მელქისედეკ კედია
დედა: აგრაფინა თავართქილაძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზეინაბ კედია აგრაფინა თავართქილაძისა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის (განსაკუთრებული რაზმის სამმართველოს) ხელმძღვანელის მელქისედეკ კედიას ქალიშვილი იყო.[2]

კედიების ოჯახი საქართველოში ბოლშევიკური წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ამ დროს მელქისედეკ კედიას მეუღლე - აგრაფინა თავართქილაძე ზეინაბზე ფეხმძიმედ იყო. ოჯახი 4 წლის მანძილზე ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა. აქვე, 1921 წლის 8 ივლისს სტამბოლში დაიბადა ზეინაბ კედია.[3] ოჯახი თურქეთიდან პარიზში გაემგზავრა. ზეინაბ კედიამ საფრანგეთში ემიგრაციაში მყოფ „ეროვნულ-დემოკრატიული“ პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილზე, ლევან ზურაბიშვილზე იქორწინა.[4] ზეინაბ კედია საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, 1986 წელს ჩამოვიდა.[5]

ზეინაბ კედია 2016 წლის 20 თებერვალს, 94 წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა.[6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ლევან ზურაბიშვილი — ბარათები უცხოეთიდან. „კვირის პალიტრა“ (18 ოქტომბერი, 2010). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.
  2. ვინ იყო სალომე ზურაბიშვილის დედა და რას ჰყვებოდა ის ქალიშვილის შესახებ?. Newsmedia.ge (3 ნოემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2019.[მკვდარი ბმული]
  3. “როცა ჯანრი გავიცანი, ამ დროს პირველ ქორწინებაში ვიმყოფებოდი”. Cyc.ge (17დეკემბერი , 2018). ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2019.[მკვდარი ბმული]
  4. მთელი ცხოვრება სამშობლოსთან ერთად. Old.radio1.ge (23 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2019.[მკვდარი ბმული]
  5. მშობლები, შვილები, კარიერა, ქონება და ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული - ყველაფერი საქართველოს მე-5 პრეზიდენტის შესახებ. geotimes.ge. ციტირების თარიღი: 15 ნოემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
  6. ზეინაბ კედია გარდაიცვალა. Plus.kvira.ge (20 თებერვალი, 2016). ციტირების თარიღი: 30 ნოემბერი, 2018.