ზეინაბ ბოცვაძის ქუჩა
ზეინაბ ბოცვაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე) მისასვლელი ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც ადლერის შესახვევი. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ქუჩაა. 1995 წელს ზეინაბ ბოცვაძის სახელი ეწოდა.
ზეინაბ ბოცვაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ვერე |
წინა სახელები | ადლერის შესახვევი, ადლერის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 36, ISBN 978-99928-20-35-3.