ზეიგარნიკის ეფექტი
ზეიგარნიკის ეფექტი — ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს დასრულებულ მოქმედებებზე უკეთ შეწყვეტილი ამახსოვრდება. მოცემულ კანონზომიერებას ზეიგარნიკი სწავლობდა მეხსიერების მოტივაციური კომპონენტის დარღვევების ჩარჩოებში, შემდგომში კი ეფექტი მის სახელს დაუკავშირდა. გამოკვლევები ამ სფეროში ბლუმა ვულფოვნა ზეიგარნიკის სადიპლომო ნაშრომის თემა იყო.
დაუსრულებელი მოქმედებების აღდგენის ფენომენს იკვლევდა აგრეთვე კურტ ლევინი. მისი ველის თეორიის თანახმად მეხსიერებაში დარჩენილი კვალი აღმატებულად ხელმისაწვდომია დაძაბვის, — რომელიც წარმოიქმნება მოქმედების დასაწყისში — შენარჩუნების პირობებში და არ განიმუხტება სავსებით მოქმედების დაუსრულებლობის შემთხვევაში. მის ექსპერიმენტებში ბავშვების შემოქმედებით საქმიანობას წყვეტდნენ და მათ სხვა რამ საქმეს სთავაზობდნენ. არარეალიზებული პოტენციალის ნარჩენის არსებობის შემთხვევაში ბავშვები პირველივე შესაძლებლობის გაჩენისას ცდილობდნენ დაესრულებინათ დაუმთავრებელი საქმე.
საშუალოდ დაუსრულებელი მოქმედებების აღდგენის ხარისხი ექსპერიმენტის ჯანმრთელ მონაწილეებთან 90%-ით აღემატებოდა დასრულებული მოქმედებების აღდგენის ხარისხს. შიზოფრენიით დაავადებულებთან (მარტივი ფორმა) 10%-ით, ეპილეფსიით დაავადებულებთან — 80, ხოლო ასტენიური სინდრომის მქონეებთან — 20%-ით.