ზედაზნის ციხის აღება

ზედაზნის ციხის აღება — 1103 წელს საქართველოს სამეფო ხელისუფლების მიერ ფეოდალური მონარქიის გაძლიერება-ცენტრალიზაციისათვის გატარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

კახეთ-ჰერეთის შემოერთებისათვის ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა პირველად ზედაზნის ციხეზე მიიტანა იერიში. ეს იყო კახეთ-ჰერეთის სამეფოს ერთ-ერთი სტრატეგიული პუნქტი, რომელიც შიდა ქართლიდან მიმავალ ძირითად გზას კეტავდა. ამ დროს ზედაზენი ძაგან აბულეთისძეს ეკუთვნოდა, რომელიც კახეთის მეფეს მორჩილებდა. 1103 წელს დავითმა ზედაზნის ციხე წაართვა კვირიკე IV-ს. ძაგანმა, თავისი ძმის, წილკნელი ეპისკოპოსის — მოდისტოსის მხარდაჭერით სცადა დავითის წინააღმდეგ გამოსვლა, მაგრამ დამარცხდა და შიომღვიმის მონასტერს შეაფარა თავი. მონასტრის საძმომ ურჩი ფეოდალი თავად გადასცა საქართველოს მეფეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სამუშია, ჯაბა (2015). საქართველოს ილუსტრირებული ისტორია, ტ. 6 – დავით აღმაშენებელი. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-21-755-5.