ზედაზნის სამარხი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

ზედაზნის სამარხიარქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაზენში. თარიღდება I საუკუნით. აღმოაჩინეს 1924 წელს, ზაჰესის მშენებლობისას. აგურით ნაგებ სამარხში ნაპოვნია ცისფერი პასტის მძივები, ბრინჯაოს ბეჭდის ნატეხი, მინის მომცრო ჭურჭელი, წითლად გამომწვარი თიხის კოჭობი და მონეტები; კეისარ ავგუსტუსის (ძვ. წ. 40-14 წწ.), 2 ცალი ვერცხლის ფული და გოტარზის (40-51 წწ.) ვერცხლის ორი დრაქმა. ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება