ზეგაანი (ღვინო)
ზეგაანი — ადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის ღვინო.
ტიპი, ფერი და ძირითადი მოთხოვნები
რედაქტირებაზეგაანი წითელი მშრალი ქვევრის ბიო ღვინოა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- ფერი – მუქი ბროწეულისფერი (მუქი წითელი);
- არომატი და გემო − გემოზე სავსე, ხავერდოვანი, მაყვლისა და შავი მოცხარის ტონები, დაბალანსებული ტანინები. დავარგებისას უვითარდება ბუკეტი სანელებლების (პილპილი, მიხაკი) და მშრალი ხილის (შავი ქლიავი) ტონებით;
- ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 12 %-ზე ნაკლები;
- დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არ უნდა იყოს 24 გ/ლ-ზე ნაკლები;
- შაქრიანობა უნდა იყოს არაუმეტეს 4-გ/ლ;
- ტიტრული მჟავიანობა არ უნდა იყოს 5 გ/ლ-ზე ნაკლები;
- გოგირდის დიოქსიდის საერთო მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 80,0 მგ/ლ-ს;
- რკინის მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ/ლ-ს;
- სპილენძის მასური კონცენტრაცია არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/ლ-ს.
წარმოების გეოგრაფიული არეალი და ზონები
რედაქტირებაზეგაანის მიკროზონა მოიცავს უშუალოდ სოფელ ზეგაანს და მის სავარგულებს. იგი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ჭერმისხევი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – სოფელი ახაშენი, სამხრეთიდან – სოფელი ახაშენი და ნავისწყლის ხევი, ხოლო დასავლეთით – გომბორის ქედი.
ვაზის ჯიშები
რედაქტირებაზეგაანი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ზეგაანის მიკროზონაში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნისგან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.
ვენახის გაშენება, სხვლა-ფორმირება და მოვლა
რედაქტირება- ზეგაანის მიკროზონაში, ღვინო „ზეგაანისთვის“ განკუთვნილი სამეწარმეო ვენახები გაშენებულ უნდა იქნეს 400-550 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან;
- ვენახის რიგთაშორის მანძილი შეიძლება იყოს 1-დან 2,4 მეტრამდე;
- ვაზთა შორის მანძილი რიგში – 1,0-1,5 მ;
- შტამბის სიმაღლე – 70-90 სმ;
- სხვლის ფორმა – ცალმხრივი ან ორმხრივი ქართული, ან თავისუფალი.
ყურძნის სიმწიფე, რთველი, ტრანსპორტირება
რედაქტირება- ღვინო „ზეგაანის“ დასამზადებლად განკუთვნილი ყურძნის შაქრიანობა კრეფის დროს არ უნდა იყოს 21%-ზე ნაკლები;
- ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის ან პლასტმასის ყუთებით, უჟანგი ფოლადისაგან;
დამზადებული ან სპეციალური საღებავით შეღებილი ძარებით;
- დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისას პოლიეთილენის პარკების და/ან ტომრების გამოყენება;
- ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული შესაძლო დაბინძურებისაგან.
ყურძნის მოსავალი და ღვინის გამოსავალი
რედაქტირებაყურძნის მოსავალი 1 ჰექტარ ვენახზე არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას. ღვინის გამოსავალი არ უნდა აღემატებოდეს:
- 650 ლიტრს – ერთი ტონა ყურძნიდან;
- 6500 ლიტრს – ერთი ჰა ვენახიდან.
ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა
რედაქტირებაზეგანის წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ზეგაანის მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან. ყურძნის მოკრეფიდან დაწურვამდე დრო არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს;
ღვინო „ზეგაანი“ მზადდება ქვევრში დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით; ღვინო „ზეგაანის“ წარმოებისას დასაშვებია მხოლოდ იმ ოპერაციების, მასალებისა და ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც ნებადართულია საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 ტექნიკური რეგლამენტით „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.
ღვინო „ზეგაანის“ დადუღება უნდა მოხდეს ველურ საფუარზე. ალკოჰოლური დუღილის დამთავრებისა და ჭაჭიდან მოხსნის შემდეგ ხდება ღვინის დავარგება ქვევრში, არანაკლებ 20 თვის განმავლობაში.
ზეგაანის სამომხმარებლო ბაზარზე განთავსება დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.
ყურძნის გადამუშავება, ღვინის დამზადება და ჩამოსხმა დასაშვებია მხოლოდ ზეგაანის მიკროზონის ფარგლებში.
კავშირი ღვინის განსაკუთრებულ ხარისხს, რეპუტაციასა და გეოგრაფიულ ადგილს შორის
რედაქტირებაკლიმატი
რედაქტირებაკლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. მიკროზონაში ამინდის ფორმირებას განაპირობებს სუბტროპიკულ და ზომიერ განედებში განვითარებული აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან გადმონაცვლებული ატმოსფე-რული პროცესები. კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულით და ზომიერად ცივი ზამთრით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12,5°C –ია ყველაზე თბილი თვეების ივლისი – აგვისტო 23,7–23,5°C ყველაზე ცივი თვის იანვარი კი +1,1°C-ია. აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მიკროზონაში შეადგენს 4120-3440°C. ნიადაგის 5–50 სმ სიღრმის ფენაში ტემპერატურის 10 -ზე ზევით მდგრადი გადასვლა საშუალოდ აპრილის პირველ დეკადაში იწყება.
შემოდგომის პირველი წაყინვების დაწყება მიკროზონაში მოსალოდნელია ნოემბრის დასასრულს (27ნოემბრიდან), ხოლო გაზაფხულის ბოლო წაყინვების დასრულება – 24 მარტისთვის. საფერავი კვირტის გაშლას იწყებს აპრილის შუა რიცხვებში, მაისის ბოლოს შედის ყვავილობაში, ყურძნის ტექნიკური სიმწიფე დგება აგვისტოს მეორე ნახევარში.
ზეგაანის განედისათვის ჰორიზონტიდან მზის სიმაღლე ყურძნის მარცვლების ფორმი-რების პერიოდში 70-600, ხოლო ყურძნის სიმწიფის პერიოდში 50-400 ფარგლებში იცვლე¬ბა, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მცირედ დახრილ (2-3°C ) ფერდობებზე ვაზისათვის ეფექტურ რადიაციულ რეჟიმს ქმნის. მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა ზეგაანის მიკროზონაში 2150-2200 საათის საზღვრებში მერყეობს.
სავეგეტაციო პერიოდში მზე 1600 საათის განმავლობაში ანათებს. ზეგაანში ჯამური რადიაციის წლიური მნიშვნელობა 130 კკალ/სმ²-ზე მაღალი არ არის, სავეგეტაციო პერიოდში კი 95-100 კკალ/სმ²-ის საზღვრებშია. პირდაპირი რადიაცია ჰორი¬ზონ¬ტალურ ზედაპირზე წლიურად 75 კკალ/სმ²-ია, ხოლო გაბნეული – 54 კკალ/სმ².
ნიადაგი
რედაქტირებამიკროზონის ტერიტორიაზე გამოყოფილია ყავისფერი კარბონატული ნიადა¬გე¬ბი, რომელთა აგრომახასიათებლები შესაძლებლობას იძლევა მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისათვის. ნიადაგის პროფილის სიღრმე 80-100 სმ-ის ფარგლებშია, განვითარებულია მაღალ¬კარბო-ნატულ თიხნარ-კირნარ ნაფენებზე. ნიადაგის ზედა ჰორიზონტებში ჰუმუსის შემცვე¬ლო-ბა საშუალოა (4-5%), რომელიც სიღრმით მკვეთრად მცირდება 1.4-1.6%-მდე. ჰუმუსოვანი ფენის საერთო სისქე 40-50 სმ-ს შეადგენს. ნიადაგის ხსნარის რეაქცია ტუტე და ძლიერ ტუტეა (8.4-8.7). ნიადაგი მიეკუთვნება მსუბუქ თიხებს, პროფილის შუა ნაწილში თიხის დაგროვებით. ნიადაგი ზედაპირიდანვე ძლიერ კარბონატულია (11-13%), ხოლო პროფილის შუა და ქვედა ნაწილში ძალიან ძლიერ კარბონატულობა ახასიათებს (35-50%). ნიადაგი უმეტესად ზედაპირულად ხირხატიანია, სიღრმით ხირხატიანობა მცირდება და ძირითადად წარმოდგენილია წვრილი კენჭნარის სახით. საკვები ელემენტების შემცველობის მიხედვით ნიადაგი ღარიბია მცენარისთვის ხელმისაწვდომი აზოტით და ფოსფორით, მაგრამ უზრუნველყოფილია კალიუმით.
მიკროზონაში ვენახები გაშენებულია კარბონატულ და თიხნარ ნიადაგებზე, რაც მეზოკლიმატთან ერთობლიობაში ძალზედ ხელსაყრელია მევენახეობისთვის და ანიჭებს ღვინოს განსაკუთრებულ გემოსა და კომპლექსურობას. შემოდგომის თბილი დღეები და გრილი ღამეები ხელს უწყობს შაქრების კონცენტრაციის მკვეთრ ზრდას. სავეგეტაციო პერიოდში მზის ნათების მნიშვნელოვანი ხანგრძლივობა (1600 დღე) და აქტიურ ტემპერატურათა ჯამის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი (4000 გრ.-ზე მეტი) უზრუნველყოფს კლერტის კარგად მომწიფებას, რაც ასე მნიშვნელოვანია ამ ტიპის ღვინოებისათვის.
ადამიანური ფაქტორი
რედაქტირებაზეგაანის მიკროზონაში მევენახეობა-მეღვინეობას უხსოვარი დროიდან მისდევდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში აქ დაწინაურდა ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული, რომელიც გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი კაპიტალური დაბანდებით და მოწინავე ტექნოლოგიებით.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ბატონყმობის გაუქმებამ მძლავრი ბიძგი მისცა დარგის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას. კახეთის მხარე სწრაფად ჩაება საერთო კაპიტალისტური ურთიერთობის ფერხულში, დაიწყო კაპიტალისტურ-ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბების პროცესი. ეს პროცესები მევენახეობა-მეღვინეობისთვის უფრო მეტად ხელშესახები გახდა 1880-იანი წლებიდან, როდესაც საუფლისწულო მამულების დეპარტამენტმა მასიურად შეისყიდა კახელი თავადების მამულები, მათ შორის მუკუზანსა და ზეგანში და სწრაფი ტემპებით დაიწყო ვენახებისა და მარნების მოდერნიზება. ეს პროცესები კიდევ უფრო გაძლიერდა 1920-იანი წლებიდან, როდესაც ფუნქციონირება დაიწყეს საქართველოს სამეცნიერო ცენტრებმა თბილისსა და თელავში – დაიწყო ახალი ვენახების გაშენება ნამყენი ნერგით, ზეგაანში აიგო თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, დაინერგა ახალი ტექნოლოგიები. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, დარგში საქმიანობდნენ, ეწეოდნენ სამეცნიერო საქმიანობას, შეიმუშავებდნენ და სრულყოფნდნენ ახალ ტექნოლოგიებს, ნერგავდნენ მათ წარმოებაში და ქმნიდნენ ახალ ღვინოებს ისეთი გამოჩენილი პროფესიონალები , როგორიც იყვნენ - გ. გოგოლ-იანოვსკი, მერლ ანტუან მასონო, ვლადიმირ სტაროსელსკი, ოვჩარენკო, ა.თუშმალიშვილი, ზ. ჯორჯაძე, ა. ეგოროვი, ს. ჩოლოყაშვილი, კ. მოდებაძე, გ. ბერიძე, გ. ზარდიაშვილი, მ. ვარდანაშვილი, ვ. შავგულიძე და სხვები.
ზეგაანის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი: ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, შესაბამისი ნიადაგები, საფერავის ჯიშის ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ზეგაანის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისთვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს.