ზეგაანის წმინდა გიორგის ეკლესია
ზეგაანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში, დგას სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1 კილომეტრზე. ნაგები ყოფილა რიყის ქვით, აგურით და კირის სქელი ხსნარით. დანგრეულია: აღმოსავლეთ კედელი აღარ არსებობს, დანარჩენი კედლები ფრაგმენტულადაა შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 143.