ზებუნებრივი ჰორორი ლიტერატურაში

ზებუნებრივი ჰორორი ლიტერატურაში (ინგლ. Supernatural Horror in Literature) — ჰოვარდ ლავკრაფტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესე. ესე წარმოადგენს მისტიკური ლიტერატურის სრულ, თუმცა სუბიექტურ კვლევას. გარჩეულია ისეთი ავტორების ნაწარმოებები როგორებიც არიან: ედგარ ალან პო, ჩარლზ დიკენსი, რობერტ ბრაუნინგი, ჰენრი ჯეიმსი, დანტე ალიგიერი, ნოსტრადამუსი და ა.შ. ასევე, ლავკრაფტს უყურადღებოდ არ დარჩენია: „სიმღერა ნიბელუნგებზე“, „ბეოვულფი“, „პოეტური ედა“, „პროზაული ედა“.[1]

  1. Joshi, S. T. Joshi & Schultz, David E. "Supernatural Horror in Literature". An H. P. Lovecraft Encyclopedia: 255.