ზეარის ჭაჭა
ზეარის ჭაჭა — კომპანია ზეარის პროდუქტი. მაღალი ალკოჰოლური შემცველობის სასმელი, რომელიც ტრადიციული მეთოდებით მზადდება. კლასიფიკაციის მიხედვით მიეკუთვნება არყების ჯგუფს.
ზეარის ჭაჭის წარმოება მცირე რაოდენობით 2012 წელს დაიწყო. პროდუქტის შექმნაზე მუშაობდა მეცნიერ-ტექნოლოგების ჯგუფი ლადო უზუნაშვილის ხელმძღვანელობით. ზეარის ჭაჭა სამნახადია და მზადდება საფერავის ჯიშის დაუწურავი ყურძნისგან. ალკოჰოლის შემცხველობა 42%-ია. ზეარის ჭაჭა სხვადასხვა ზომისა და მოცულობის ბოთლებში ისხმევა, ზოგიერთ შეფუთვას თან ახლავს ჭიქა.
ბოთლი ხელნაკეთია და მინის ბერვის ტრადიციული მეთოდით იძერწება. შიდა ჭურჭელი საფერავის ღვინითაა ავსებული და ყურძნის მტევნის ფორმა აქვს. ზოგიერთი სახის შეფუთვას თან ახლავს თემატური ჭიქა, რომელიც იმეორებს ბოთლის დიზაინს. ჭიქის ცენტრში მოთავსებული ყურძნის მტევანი ავსებულია სითხით, რომელიც გაყინვის შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს დაბალ ტემპერატურას.
დამზადების წესი
რედაქტირებაზეარის ჭაჭა სრული დურდოს (ტკბილისა და ჭაჭის ერთად) ქვევრებში დადუღებით, ქართული ტრადიციისამებრ. დუღილის დასრულების შემდეგ ქვევრები ილუქება ჭაჭის დასავარგებლად და გამოიხდება ადრე გაზაფხულზე. კონკრეტულად ზეარის ჭაჭა მიიღება სამჯერადი გამოხდით. პროდუქტში კარგად იგრძნობა ყურძნის ჯიშური არომატი.